“უკ­რა­ი­ნა მათ გვერ­დით არის, ვინც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს იცავს" - რა მიმართვად ავრცელებს ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო? - კვირის პალიტრა

“უკ­რა­ი­ნა მათ გვერ­დით არის, ვინც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს იცავს" - რა მიმართვად ავრცელებს ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო?

“ძვირ­ფა­სო ქარ­თვე­ლე­ბო, მთე­ლი უკ­რა­ი­ნა თქვენს გვერ­დით არის“, - ამის შე­სა­ხებ უკ­რა­ი­ნე­ლი დე­პუ­ტა­ტი, ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო უკ­რა­ი­ნის რა­და­დან მი­მარ­თვას ავ­რცე­ლებს, სა­დაც უკ­რა­ი­ნელ­მა დე­პუ­ტა­ტებ­მა მხარ­და­ჭე­რის ნიშ­ნად სა­ქარ­თვე­ლოს დრო­შე­ბი გა­მო­ფი­ნეს.

გონ­ჩა­რენ­კოს თქმით, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კრემ­ლის სცე­ნა­რის ნა­წი­ლად იქცა და სა­ქარ­თვე­ლოს ანად­გუ­რებს.

“უკ­რა­ი­ნა მათ გვერ­დით არის, ვინც თბი­ლი­სის ქუ­ჩებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ევ­რო­პულ მო­მა­ვალ­სა და ზო­გა­დად, სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს იცავს. მათ გვერ­დით, რომ­ლე­ბიც იბ­რძვი­ან იმის­თვის, რომ ამ ზამ­თრის შემ­დეგ არა რუ­სუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი, არა­მედ ქარ­თუ­ლი გა­ზა­ფხუ­ლი მო­ვი­დეს. სამ­წუ­ხა­როდ, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ კრემ­ლის სცე­ნა­რის ნა­წი­ლად იქცა და დღეს სა­ქარ­თვე­ლოს ანად­გუ­რებს.

ჩვენ თქვე­ნი გა­მარ­ჯვე­ბის გვჯე­რა. სა­ქარ­თვე­ლო ევ­რო­პაა და დღეს ამას მთელს მსოფ­ლი­ოს უმ­ტკი­ცებთ“, - აცხა­დებს ოლექ­სი გონ­ჩა­რენ­კო.

"ინტერპრესნიუსი"