რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "პირველი არხის" ოპერატორი დაშავდა - კვირის პალიტრა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე "პირველი არხის" ოპერატორი დაშავდა

რუსთაველზე მიმდინარე აქციაზე პირველი არხის ოპერატორი ბესო გაფრინდაშვილი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას პირველი არხი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ბესო გაფრინდაშვილი პიროტექნიკით დაშავდა.

ბესო გაფრინდაშვილს სამედიცინო დახმარება ადგილზე ჩაუტარდა. მას ხელი აქვს დაზიანებული. ამ წუთებში ის კლინიკაში გადაჰყავთ.

არსებული ინფორმაციით, დაშავდა უცხოური მედიის წარმომადგენელიც.

"ინტერპრესნიუსი"