"ჩვენ ვართ ქართველები და არასოდეს "დავჩმორდებით"... ამ ქვეყანას საქართველო აღარ ჰქვია" - როგორ ეხმაურება ნეკა დოროყაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს?
ნიკოლოზ ბასილაშივილის ყოფილი მეუღლე, მოდელი ნეკა დოროყაშვილი აქციაზე იმყოფებოდა. ის ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს აპროტესტებს და აღნიშნავს, რომ "არც ერთ დედას არ აქვს უფლება უყუროს ტელეეკრანებზე, როგორ სცემენ და როგორ ექცევიან ჩვენი ქვეყნის შვილებს"
"ჩემი მთავარი პრიორიტეტი ჩემი შვილია, აქ ჩემი შვილის სახელით ვდგავარ. ბრაზის მიზეზი ძალიან ბევრია. ეს საქართველო აღარ არის, ამ ქვეყანას საქართველო აღარ ჰქვია. ჩვენმა წინაპრებმა იმისთვის არ იბრძოლეს, რომ ჩვენ დღეს თუნდაც ქალები გამოვიდეთ ქუჩაში შეშინებულები და გვეხუროს "კასკები". მე არ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს ასეთ საქართველოში. ჩვენ არასოდეს ვიქნებით მონები. ჩვენ ვართ ქართველები და არასოდეს "დავჩმორდებით", არ ვიქნებით რუსი მონების "ჩმორები". არც ერთ დედას არ აქვს უფლება უყუროს ტელეეკრანებზე, როგორ სცემენ და როგორ ექცევიან ჩვენი ქვეყნის შვილებს" - ამბობს ნეკა დოროყაშვილი.
წყარო: "ტვ პირველი"