"კლუბურმა ნარკოტიკებმა ფსიქიკური აშლილობა განუვითარა... იმ ბიჭსაც ემუქრებოდა, დასდევდა. ამის გამო პოლიციაშიც უჩივლა" - თბილისში მომხდარი მკვლელობის ახალი დეტალები
დღეს მიაბარეს მიწას მოკლული 49 წლის ნინო ხოჭოლავა და მისი შვილი, ნიკა, რომელმაც დედას უამრავი დაზიანება მიაყენა. უმძიმესი დანაშაული რამდენიმე დღის წინ თბილისში, საბურთალოზე მოხდა.
შვილმა დედას დანით 40-ზე მეტი ჭრილობა მიაყენა, ამის შემდეგ ვიდეო მიმართვა ჩაწერა, სოციალური ქსელით გაავრცელა და თვითონაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
"უკანასკნელ გზაზე გაგაცილეთ ნინ დღეს. აცხონოს უფალმა შენი კეთილი და მეგობრული სული. შენი საყვარელი შვილის სულსაც ვავედრებ უფალს, ასე რომ გაგიმეტა შენ და თავისი და-ძმა, საწყალი დედაშენი. მადლობა რომ ასეთი კარგი ადამიანი, დედა, შვილი და მეგობარი იყავი" - დაწერა მეგობარმა. გააგრძელეთ კითხვა