"49 წლის ქმარმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, გულ­მკერ­დის არე­ში მიაყენა მძიმე ჭრი­ლო­ბე­ბი მე­უღ­ლეს" - სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები - კვირის პალიტრა

"49 წლის ქმარმა ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე, გულ­მკერ­დის არე­ში მიაყენა მძიმე ჭრი­ლო­ბე­ბი მე­უღ­ლეს" - სენაკში მომხდარი მკვლელობის დეტალები

წუ­ხელ, 3 დე­კემ­ბერს, სე­ნაკ­ში, ნა­რო­უშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე უმ­ძი­მე­სი და­ნა­შა­უ­ლი მოხ­და - ოჯა­ხურ ძა­ლა­დო­ბას კი­დევ ერთი ქალი ემსხვერ­პლა.

49 წლის გოჩა ბა­რა­მი­ამ ეჭ­ვი­ა­ნო­ბის ნი­ა­დაგ­ზე გულ­მკერ­დის არე­ში და­ნით ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნა მე­უღ­ლეს, 46 წლის ქე­თი­ნო ძა­ძუ­ას, რის შე­დე­გა­დაც ქალი გარ­და­იც­ვა­ლა. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გოჩა ბა­რა­მია გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით უკვე და­ა­კა­ვეს.

ჩვე­ნი ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ი­ღეს და­ნა­შა­უ­ლის ჩა­დე­ნის ია­რა­ღი - დანა.

"წუ­ხელ მოხ­და მკვლე­ლო­ბა, შვი­ლე­ბი ჰყავთ, ისი­ნი იყ­ვნენ თუ არა სახ­ლში და­ნა­შა­უ­ლი­სას, არ ვიცი. ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სა­ხელ­დე­ბა მი­ზე­ზად, სხვა მეტი არა­ფე­რი ვიცი", - ამ­ბობს ად­გი­ლობ­რი­ვი ჩვენ­თან სა­უ­ბარ­ში.

გააგრძელეთ კითხვა