"ნაცებმა" ბიძამისი გაიმეტეს, "ქოცებმა" - ეს ბიჭი“ - რას წერს ირაკლი კაკაბაძე აქციაზე ნაცემ ბიჭზე? - კვირის პალიტრა

"ნაცებმა" ბიძამისი გაიმეტეს, "ქოცებმა" - ეს ბიჭი“ - რას წერს ირაკლი კაკაბაძე აქციაზე ნაცემ ბიჭზე?

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე აქ­ცი­ის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას, სპეც­რაზ­მის მიერ სას­ტი­კად ნა­ცე­მი ახალ­გაზ­რდის, ზვი­ად მა­ი­საშ­ვი­ლის შე­სა­ხებ მწე­რა­ლი ირაკლი კაკაბაძე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს გმირი ბიჭი გია მაისაშვილის ძმისშვილია - ზვიად მაისაშვილი. "ნაცებმა" ბიძამისი გაიმეტეს უმოწყალოდ და "ქოცებმა" ეს ბიჭი.

ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ საქართველოში რუსული იმპერიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას სასტიკად ვერ იტანს ხელისუფლება.

სირცხვილია ნამდვილად"

პო­ლი­ტი­კო­სი და ლი­დერ­თა სკო­ლის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, გია მა­ი­საშ­ვი­ლი 56 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. ის რამ­დე­ნი­მე წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მძი­მე სენს ებ­რძო­და. მა­ი­საშ­ვილს თა­ვის ტვი­ნის სიმ­სივ­ნის დი­აგ­ნო­ზი 2015 წელს და­უს­ვეს.