"მე ვარ პასუხისმგებელი კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე" - რატომ წავიდა გიორგი გვიმრაძე საზოგადოებრივი მაუწყებლიდან?!
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორმა გიორგი გვიმრაძემ თანამდებობა დატოვა.
ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ეს ინფორმაცია, რაც "რადიო თავისუფლებას" ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს 4 დეკემბერს.
გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.
ცნობისთვის, 4 დეკემბერს, 12:00 საათზე, გვიმრაძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ კიმბერლი ლოუსთან ინტერვიუზე, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ევროკავშირში.
„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - დაწერა გვიმრაძემ.
"ინტერპრესნიუსი"