პოლიციამ "დაფიონის" წევრი ზვიად ცეცხლაძე დააკავა - "პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს"
სამართალდამცველებმა მოძრაობა „დაფიონის“ წევრი, ზვიად ცეცხლაძე დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას „დაფიონი“ აქვეყნებს.
„ჩვენი ახალგაზრდული მოძრაობის დამფუძნებელი და ლიდერი ზვიად ცეცხლაძე დააპატიმრეს.
პირდაპირ ქუჩიდან აიყვანეს. ამ ეტაპზე სხვა არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს“- წერს „დაიფიონი“.
"ინტერპრესნიუსი"