რა კადრები ვრცელდება მწერალთა სახლიდან - "მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი... ტორესა მოსს დაარტყა"
მწერალთა სახლის დირექტორის, ნატაშა ლომოურის ინფორმაციით, მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი და ტორესა მოსის დაარტყა.
ამის შესახებ ლომოური სოციალურ ქსელში წერს:
"მწერალთა სახლში მწერლებს დახვდა ქეთი დუმბაძის შვილი ნოდარ მაჭარაშვილი. ამ წუთას პენცენტრის ოფისთან სუს-ის 2 მანქანა დგას! ტორესა მოსს დაარტყა და დანარჩენებს საქმეები ურჩია! მასთან ერთად 5 უცნობი ადამიანიც იქ იყო!" - წერს ნატაშა ლომოური