კულტურის სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

კულტურის სფეროს წარმომადგენლები გაიფიცნენ

კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა გაფიცვის გადაწყვეტილება მიიღო.

შესაბამის ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ.

ამ ეტაპზე გაფიცვა 10-მდე პირს აქვს გამოცხადებული.

გაფიცულთა შორის არიან: ნინო კასრაძე, კახა კინწურაშვილი, გიორგი ცხადაძე, ვანო თარხნიშვილი, გივიკო ბარათაშვილი, ეკა დემეტრაძე, თუთა ოქროპირიძე, თამრი ოხიკიანი, მანუ თავაძე, მარიამ ნადირაძე, ნატუკა კახიძე, ანდრო ჭიჭინაძე, ნატალია გაბისონია.

"ინტერპრესნიუსი"