რის გამო დააკავეს ალეკო ელისაშვილი? - კვირის პალიტრა

რის გამო დააკავეს ალეკო ელისაშვილი?

შს სამინისტროს თანამშრომლებმა პოლიტიკური გაერთიანება “ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი დააკავეს.

მისი დაკავება სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტთან“ მოხდა.

“ოპოზიციური პარტიების შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასტუმროსთან მობილიზებული იყვნენ პროვოკატორები. ე.წ. ტიტუშკები, თუმცა მათ პროვოკაციას არავინ წამოეგო. ალეკო ელისაშვილი სრულიად მშვიდად გამოვიდა, რა დროსაც მასთან სპეცრაზმის ჯგუფი მივიდა და ძალის გამოყენებით გაათრიეს“, - განუცხადა “ინტერპრესნიუსს“ პარტია “მოქალაქეების“ პრესსამსახურის წარმომადგენელმა თამარ გედევანიშვილმა.

არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული.

"აფთიაქში შევდიოდი წამლის საყიდლად... ზურგს უკან მლანძღავდნენ. ყველანაირ ბინძურ სიტყვებს ამბობდნენ" - ალი ბაბაევი ალეკო ელისაშვილთან დაპირისპირების დეტალებზე

"ინტერპრესნიუსი"