"გამოდით ხალხო, ამდენი ხნის ტანჯვა ფუჭი ხომ არ იყო, ჩვენი მამაცი გოგო-ბიჭების სასტიკი ცემა არ უნდა შევარჩინოთ" - რას წერს შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე?
შალვა რამიშვილის ყოფილი მეუღლე თეა აბაშმაძე სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება:
"არ გავტყდეთ ხალხო, ეგ რობოკოპები და პოლიციელებიც ქართველები არიან და ვერ გაუძლებენ ჩვენს წნეხს. ამდენი დღე სისასტიკის კეთება, სულიერად გატეხავთ და რაც მთავარია, ყოველ მათგანს ეშინია საკუთარი ბედის გამო, რაც ელით. გამოდით ხალხო, ამდენი ხნის ტანჯვა ფუჭი ხომ არ იყო, ჩვენი მამაცი გოგო-ბიჭების სასტიკი ცემა არ უნდა შევარჩინოთ ამათ. დიქტატურის დამყარების მცდელობა აქვთ ახლა და ისე უნდა დავდგეთ ერთად, როგორც არასდროს. ხომ გახსოვთ ოთარ ჭილაძის მოგონებები 9 აპრილზე: "რუსთაველზე ტანკის "გასეირნების" შემდეგ, ვიღაც გოგოსა და ბიჭს, მკაცრად მოღუშულებს, ასეთი პლაკატი მოჰქონდათ: "არ შეგეშინდეთ ამ ტილიანების". ჩვენი ძალა ჩვენს ერთობაში და უშიშრობაშია. ჩვენი რისხვაც წმინდაა დღეს, როცა სამშობლოს და ჩვენს ხალხს უჭირს" - წერს თეა აბაშმაძე.