"სპეცრაზმელების სია მნიშვნელოვანი მონაპოვარია - ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან" - კვირის პალიტრა

"სპეცრაზმელების სია მნიშვნელოვანი მონაპოვარია - ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან"

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც სპეცრაზმელების ვინაობის შესახებ „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა:

"ეს სია ძალიან მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რამეთუ ადასტურებს სისტემის რღვევას და აძლიერებს საზოგადოებრივ მორალურ წნეხს ადამიანებზე, რომლებსაც, იმედი მაქვს, შეიძლება სინდისი აწუხებთ და ჩადენილს განიცდიან".

„ეს წნეხი საზოგადოების ჯანსაღი გამოვლინებაცაა და დიდი ძალა, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაიზარდოს პირად ანგარიშსწორებაში! ამან პირიქით დროებით კონსოლიდაცია შეიძლება გამოიწვიოს. სამართლიანი სასამართლოს დრო ისედაც მოდის!,“ - წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, „მთავარმა არხმა“ სპეცრაზმელების და მათი ხელმძღვანელების სია გაავრცელა.

IPN