"გუშინ, სპეცრაზმელების სია გამოქვეყნდა. ამ სიაში ჩემი ძმის სახელი ამოვიკითხე. მე გიხდით ბოდიშს... ჩემს ძმასთან რიგი მიზეზების გამო არ გვაქვს კომუნიკაცია" - რა ვიდეოს ავრცელებს გიორგი ნაზღაიძე?
ტელეწამყვანი გიორგი ნაზღაიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და აღნიშნავს, რომ "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ სპეცრაზმელთა სიაში თავისი ძმის სახელი და გვარი ამოიკითხა, რისთვისაც მის მაგივრად იხდის ბოდიშს.
"ჩემს ძმასთან რიგი მიზეზების გამო ჩემს ოჯახს არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა პოლიციაში რომ მუშაობდა ვიცოდი. მწყდება გული და კიდევ ერთხელ ჩემი ძმის ნაცვლად გიხდით ბოდიშის, რომ დგას იმ მხარეს, სადაც არის დიქტატორი, სადაც არის ხალხის დარბევა და სადაც ახალგაზრდებს უმახინჯებენ ცხოვრებას. მე ვდგავარ იმ მხარეს, სადაც არის თავისუფალი საქართველო. ზუსტად იცოდეთ, რომ ამ ბრძლას ჩვენ ბოლომდე მივიყვანთ" - ამბობს ტელეწამყვანი.