დონალდ ტრამპის სამი გეგმა: როგორ დავასრულოთ ომი უკრაინაში - მეთოდები, რომლითაც "დიდი დონალდი" პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს - კვირის პალიტრა

დონალდ ტრამპის სამი გეგმა: როგორ დავასრულოთ ომი უკრაინაში - მეთოდები, რომლითაც "დიდი დონალდი" პუტინსა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასვამს

აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამი ყველაზე მთავარი მრჩეველი - როგორც საჯაროდ, ასევე კონფიდენციალურად - უკრაინაში ომის შეწყვეტის სხვადასხვა ვაირანტების ინიცირებას ახდენენ“, - ნათქვამია გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „დონალდ ტრამპის გუნდი უკრაინას ომის დასრულების სამ გეგმას სთავაზობს“.

საქმე ეხება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის ჯეიმს დევიდ ვენსის, დაზვერვის ყოფილი უფროსისა და გერმანიაში ამერიკის ყოფილი ელჩის რიჩარდ გრენელისა და უკრაინაში აშშ-ის მომავალი სპეცწარმომადგენლის კიტ კელოგის სამშვიდობო წინადადებებს.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

„დონალდ ტრამპის მრჩევლები მათრახისა და თაფლაკვერის მეთოდებით შეეცდებიან აიძულონ მოსკოვი და კიევი მოლაპარაკებების დასაწყებად. თუ კიევი მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება, მაშინ მას სამხედრო დახმარება შეუწყდება და თუ მოსკოვი არ დათანხმდება, მას გააფრთხილებენ, რომ ამ შემთხვევაში ამერიკა უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუზრდის“, - ასეთია ამერიკული „სამეულის“ წინადადებათა განზოგადებული ვარიანტი, რომელშიც საერთო ელემენტებია მოცემული: უარი ნატოში მიღებაზე უახლოეს პერსპექტივაში და კიევის მხრიდან ტერიტორიის დაკარგვის შესაძლებლობა.

„სამეულის“ წინადადადება

ტიმ კელოგის პოზიცია ჯერ კიდევ მიმდინარე წლის გაზაფხულზეა ჩამოყალიბებული სტრატეგიულ დოკუმენტში სათაურით „ამერიკა უპირველეს ყოვლისა: რუსეთი და უკრაინა“, რომელიც მან ერთ-ერთ თანავტორ სენატორთან ერთად დონალდ ტრამპს წარუდგონა. ამ წინადადების არსი შემდეგში გამოიხატება: კონფლიქტის გაყინვა უკვე არსებული ფრონტის ხაზის საფუძველზე, მაგრამ იმავდროულად უკრაინას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მოლაპარაკება აწარმოოს „ძალის პოზიციით“ და მოსკოვს მიანიშნოს, რომ თუ კრემლი ასეთი სამშვიდობო მოლაპარაკების პირობებს დაარღვევს, მისთვის შედეგები ცუდი იქნება. ტიმ კელოგმა ასევე განაცხადა, რომ დონალდ ტრამპი დაპირდება უკრაინას მეტ იარაღს, თუ კიევი მოლაპარაკებაზე დათანხმდება და იმავდროულად გააფრთხილებს მოსკოვს, რომ ამერიკა უკრაინისადმი დახმარებას განაახლებს, თუ მოსკოვი უარს იტყვის ომის დასრულებაზე. ასეთ შემთხვევაში მოლპარაკება უკრაინის ნატოში გაწევრიანებაზე გადაიდება.

ჯეიმს დევიდ ვენსმა სექტემბერში განაცხადა, რომ სამშვიდობო შეთანხმებაში გათვალისწინებული იქნება დემილიტარიზებული ზონების შექმნა ფრონტის ხაზის გასწვრივ. მისი თქმით, ზონები კარგად იქნება გამაგრებული იმ მიზნით, რომ თავიდან იქნას აცილებული კრემლის განმეორებითი სამომავლო აგრესიის შესაძლებლობა. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის სამშვიდობო წინადადებაში უკრაინის ნატოში მიღება გათვალისწინებული არ არის.

რიჩარდ გრენელი ჯერ კიდევ ივლისში გამოვიდა უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ე.წ. „ავტონომიური ზონების“ შექმნის ინიციატივით, თუმცა მას გეგმის დეტალები არ დაუზუსტებია. ისევე როგორც ჯეიმს ვენსმა, რიჩარდ გრანელმაც აზრი გამოხატა, რომ უკრაინის ნატოში მიღება „აშშ-ის ინტერესებს არ პასუხობს“.

წინასაარჩევნო კაპანიის დროს დონალდ ტრამპმა რამდენჯერმა განაცხადა, რომ თუ იგი თეთრ სახლში დაბრუნდება, რუსეთ-უკრაინის ომს სწრაფად დაასრულებს, თუმცა არ უთქვამს, თუ კონკრეტულად როგორ განახორციელებს თავის მიზანს. ანალიტიკოსები და ექსპერტები სერიოზულ ეჭვს გამოხატავენ, შეძლებს თუ არა დონალდ ტრამპი დაპირების შესრულებას.

უკრაინა: „მხოლოდ ნატო და სხვა არაფერი“

უკრინა, ნატოს საბჭოს სხდომის დაწყების წინ უკუაგდო უსაფრთხოების ნებისმიერი შეთავაზებული გარანტიები, ნატოში სრულფასოვანი გაწევრიანების გარდა. „ვაცნობიერებთ რა მტკივნეულ გამოცდილებას ბუდაპეშტის მემორანდუმთან დაკავშირებით, ჩვენ არ მივიღებთ არავითარ ალტერნატიულ წინადადებას, ან სუროგატულ შეთავაზებას, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სანაცვლოდ“, - ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა განცხადებში.

როგორც „დოიჩე ველეს“ ბრიუსელელემა სანდო წყაროებმა უთხრეს, უკრაინის ალიანსში მიღების თაობაზე ნატოს წევრებს შორის კონსენსუსის არავითარი ნიშნები არ არის: „კონსენსუის მიღწევას კვირეები და თვეები დაჭირდება და მე ძალიან გაკვირვებული ვიქნები, ეს რომ ხვალ-ზეგ მოხდეს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ნატოელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად.

უკრაინის პრეზიდენტს ვოლოდიმირ ზელენსის, „ომის ცხელი ფაზა მხოლოდ მაშინ შეიძლება დასრულდეს, თუ კიევის მთავრობის მიერ კონტროლირებული ტერიტორია ნატოს ქოლგით იქნებ დაცული“. თანაც მან დააზუსტა: „ნატოში გაწევრიანების შეთავაზება აუცილებლად უნდა ითვალისწინებდეს დანარჩენი ტერიტორიების დაბრუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში უკრაინა მოლაპარაკებაზე არ დათანხმდება“.

წყარო