რა გადაწყვეტილება მიიღო სტრასბურგის სასამართლომ დავით კეზერაშვილთან დაკავშირებით?!
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ დავით კეზერაშვილმა თავდაცვის მინისტრობის დროს გაფლანგა ქართული ჯარისთვის განკუთვნილი სახელმწიფო ბიუჯეტი და მის მიმართ პოლიტიკურ დევნას ადგილი არ ჰქონია", - ამ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იუსტიციის სამინისტროში გაიმართება ბრიფინგი 15:00 საათზე.