ალეკო ელისაშვილისა და ალი ბაბაევის ჩხუბის ვიდეოკადრები - რატომ დააკავეს პოლიტიკოსი?!
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ალეკო ელისაშვილი დუშეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს. არსებული ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილი ალი ბაბაევზე თავდასხმის ბრალდებით არის დაკავებული.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ადვოკატმა ელისაშვილი მოინახულა და თქვა, რომ მას დაზიანებები აღენიშნება. კერძოდ, პარტიაში განმარტავენ, რომ ელისაშვილს სახეზე სისხლჩაქცევები აქვს.
„მხნედ არის და ამბობს, რომ გამარჯვება იქნება ბოლომდე. რაც შეეხება საქმეს, გავრცელებულ ვიდეოკადრებში ჩანს, როგორ მისდევს ალი ბაბევი ალეკო ელისაშვილს ჯოხით და ელისაშვილის მხრიდან ეს იყო თავდაცვა და მოგერიება“, - აღნიშნავენ პარტიაში.
„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი სამართალდამცავებმა „ქორთიად მარიოტთან“ იმ დროს დააკავეს, როცა 4 ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიის შეხვედრა დასრულდა.