"თუ დამიჭერენ, დეპორტაციას გამიკეთებენ... მიტინგზე არაფერს ვყვირი, ერთადერთი, ბანერზე ვწერ - "ცხელი ჩაი" - რას ჰყვებიან აქციაზე მყოფი პუტინის რეჟიმს გამორცეული რუსები
კვირაზე მეტია რაც თბილისში მასობრივი საპროტესტო აქციები გრძელდება. ნოემბრის ბოლოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებებს 2028 წლის ბოლომდე შეაჩერებს. იმ საღამოდან ათასობით ქართველი თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან და სხვა ქალაქების ცენტრალურ მოედნებზე ყოველ საღამოს გამოდიან - წერს უკრაინული მედია meduza.
სპეცრაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი არაერთხელ გამოიყენა, მაგრამ ხალხი ისევ გამოდის ქუჩებში. მას შემდეგ რაც პოლიციამ თითქმის 300 ადამიანი დააკავა, მათგან სულ მცირე რვა რუსეთის მოქალაქეა. აქციის მონაწილეებს აქტიურად უჭერენ მხარს ოპოზიციური პარტიები, ამავე დროს ისინი რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემოღებას ითხოვენ.
Meduza სამ რუსს ესაუბრა, რომლებიც თბილისში გადმოსახლდნენ რუსეთში უკრაინის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ და ახლა სხვა ქართველებთან ერთად პროტესტში არიან ჩართულები.
მიხეილი, 23 წლის
ის 2023 წელსაც მონაწილეობდა საპროტესტო აქციებში, რომელიც „უცხოური აგენტების“ კანონის წინააღმდეგ თბილისში გაიმართა.
"ეს არის კანონები, რომელსაც იყენებენ პოლიტიკური ველის დისკრედიტაციისა და წმენდისთვის. [კანონები], რომლებიც იწვევს ავტორიტარული ძალაუფლების გაძლიერებას. გააგრძელეთ კითხვა