"გადაფსიხდნენ და ჩემს სახლს ჩხრეკენ...მიდით, ბიჭებო, მიაწექით!" - რა განცხადებას ავრცელებს დავით კეზერაშვილი
თავდაცვის ყოფილი მინისტრის დავით კეზერაშვილის ინფორმაციით, თბილისში მდებარე მის სახლში პოლიცია შევიდა.
ამის შესახებ კეზერაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.
„ისე „გადაფსიხდა“ ე.წ. ხელისუფლება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომ ამ წუთებში ჩემს სახლში ჩხრეკაზე შედიან.
მიდით ბიჭებო, მიაწექით, ჩვენ მაინც გავიმარჯვებთ!“- წერს კეზერაშვილი.
"ინტერპრესნიუსი"