როგორია ალეკო ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა? - კვირის პალიტრა

როგორია ალეკო ელისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

"ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ალეკო ელისაშვილი, რომელიც ალი ბაბაევის მიმართ საქართველოს პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზეა დაკავებული, კლინიკა "ვივამედში“ დამატებითი კვლევების მიზნით გადაიყვანეს.

როგორც "ინტერპრესნიუსს“ პარტიის პრესსამსახურში განუცხადეს, ალეკო ელისაშვილს კლინიკაში ასევე რენტგენს გადაუღებენ, ვინაიდან ფერდის არეში აღენიშნება დაზიანებები.

ამასთან, აღნიშნავენ, რომ გარდა ფერდისა, მას ნახეთქი დაზიანებები აღენიშნებოდა სახის არეში.

ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს საქართველოს პროკურატურამ პოლიტიკური ნიშნით დევნის ფაქტზე ბრალდება წარუდგინა. უწყების ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.ე.-მ აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

"ინტერპრესნიუსი"