"და­მა­კა­ვეს სამ კაც­თან ერ­თად, მან­ქა­ნა­ში შემ­ტე­ნეს... ჯო­ჯო­ხეთს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნებს!" - რას წერს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე? - კვირის პალიტრა

"და­მა­კა­ვეს სამ კაც­თან ერ­თად, მან­ქა­ნა­ში შემ­ტე­ნეს... ჯო­ჯო­ხეთს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნებს!" - რას წერს მსახიობი გიორგი ნაკაშიძე?

მსა­ხი­ო­ბი გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე, რო­მე­ლიც აქ­ცი­ა­ზე და­ა­კა­ვეს, ამ დრო­ის­თვის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლია. ნა­კა­ში­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში და­კა­ვე­ბის მო­მენტს იხ­სე­ნებს.

"სახ­ლში ვარ უკვე, მე­გობ­რის შვი­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვე­დი წინა პე­რი­მეტრზე. და­მა­კა­ვეს სამ კაც­თან ერ­თად, მან­ქა­ნა­ში შემ­ტე­ნეს და ფი­ზი­კუ­რად გაგ­ვის­წორ­დნენ, გა­დამ­ცეს პატ­რულს რო­მე­ლიც სპეც­რაზ­მის­გან გან­სხვა­ვე­ბით კარ­გად გვექ­ცე­ო­და მეც და იქ მოყ­ვა­ნილ ადა­მი­ა­ნებს.

ჯო­ჯო­ხეთს უწყო­ბენ ადა­მი­ა­ნებს!

დიდი მად­ლო­ბა ყვე­ლას, ვი­საც გული შეგ­ტკი­ვათ!

მიყ­ვარ­ხართ ყვე­ლა გა­ნურ­ჩევ­ლად სხვა­დას­ხვა შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­სა!

ჩვენს მრა­ვალ­ტან­ჯულ სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­მარ­ჯოს!" - წერს გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე.