პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს
პოლიცია მეტროსადგურ “თავისუფლების მოედანზე” მოქალაქეებს ჩხრეკს.
პოლიციელები აჩერებენ პირებს, რომლებიც საქართველოს დროშებით გადაადგილდებიან. ამასთან, პოლიცია მოქალაქეებს უმოწმებს ჩანთებს.
როგორც სამართალდამცავები განმარტავენ, ისინი არ აწარმოებენ ჩხრეკას, არამედ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს იცავენ.
მეტროსადგურ „თავისუფლების მოედანთან“ პოლიცია მოქალაქეებს ჩხრეკა გუშინაც მიმდინარეობდა, რა დროსაც „ზედაპირული დათვალიერების“ საფუძველზე დააკავეს რამდენიმე პირიც.
პარალელურად რუსთაველის გამზირზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებს რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.
პროტესტის მონაწილეები მე-8 დღეა უწყვეტად აპროტესტებენ 28 ნოემბერს მთავრობის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ.
"ინტერპრესნიუსი"