"რუსეთი თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1000-1500 ტანკს აწვდის - დაახლოებით ორჯერ მეტი, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში" - რა განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა?
რუსეთის ფედერაცია არის და დარჩება ყველაზე დიდ სამხედრო საფრთხედ გერმანიისთვის, - Tagesschau-ის ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა ბუნდესტაგში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვი მთლიანად ომის ეკონომიკაზე გადავიდა და თავის ჯარს, ყოველწლიურად, 1 000-1 500 ტანკით ამარაგებს.
„რუსეთი მთლიანად გადავიდა ომის ეკონომიკაზე და ჯარს, ყოველწლიურად, 1000- 1500 ტანკს აწვდის. ეს დაახლოებით ორჯერ მეტია, ვიდრე ევროპის ხუთ უდიდეს ქვეყანას ერთად აქვს მარაგში. ჩვენთვის ნათელია: რუსეთი არის უდიდესი საფრთხე ჩვენი უსაფრთხოებისთვის და ასე დარჩება უახლოეს მომავალში“, - აღნიშნა გერმანიის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა.