"ბოლო გაფართხალებაა ამათი, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი... პოლიციის აკადემიაში თუ ასეთ სიმხეცეს ასწავლიან, დაიხუროს ის აკადემია" - რას ამბობს ლეო ანთაძე სპეცრაზმსა და მიმდინარე მოვლენებზე
"მოვუწოდებ ახალგაზრდებს, რომ არ ჩააგონ ხმალი ქარქაშში, რომ დაიწყებ საქმე ბოლომდეც უნდა მიიყვანონ და ასეც იქნება, ეს დამთავრდება აუცილებლად გამარჯვებით, ისე როგორც ახალგაზრდებს უნდათ", - ამის შესახებ მსახიობმა ლეო ანთაძემ გადაცემა "რეაქციაში" განაცხადა.
ის მწვავედ აკრიტიკებს საპოლიციო ძალების ქმედებას და ამბობს, რომ რასაც სპეცრაზმი ახალგაზრდებს უკეთებს, სადიზმი და არაადამიანობაა.
"თითქოს ნეტარებას განიცდიან ბავშვების ცემასა და წამებაში. დაგდებულ კაცს, რომ კიდე წიხლს ურტყამ, ეს არაადამიანობაა. საიდან გაიზარდა ასეთი ხალხი? პოლიციის აკადემიაში ასეთ სიმხეცეს თუ ასწავლიან დაიხუროს ის აკადემია. ასე შეიძლება აღზარდო ადამიანი, რომ ასეთი მხეცი იყო. გამეტებით სცემენ ახალგაზრდებს. მიზანმიმართულად ხდება ახალგაზრდების მოწამვლა, თუ რა არის? აირწინაღებს რატომ უშლიან.
ბოლო გაფართხალებაა ამათი, კუთხეში არიან მიმწყვდეულნი, ვირთხას რომ მიიმწყვდევ, შეიძლება გიკბინოს, ყველა ღონეს ხმარობენ, რომ ჩაახშონ, მაგრამ არ გამოვა ეგ ამბავი, ქართველი ადამიანი სხვა მენტალიტეტისაა, ეშლებათ მაგათ, რაც უფრო მეტ წნეხს განახორციელებენ უფრო უკურეაქციას მიიღებენ, ამას ვხედავთ ყოველდღიურად, არ დაიშლება ეს ხალხი" - განაცხადა ლეო ანთაძემ.
ინტერვიუმდე ანთაძის ფეისბუქ პოსტი გავრცელდა, სადაც ვკითხულობთ:
"რით ვერ გაიგო ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ რაც არ უნდა მხეცური, არაადამიანური ქმედება ჩაიდინონ ჩვენი ახალგაზრდების მიმართ, რაც არ უნდა გაზი, წიწაკის სპრეი და სხვა საშუალება იხმარონ ამით უკუ რეაქციას მიაღწევენ. რა თავგამოდებით, სადისტური ინსტინქტებით, მხეცურად უსწორდებიან ვინც იბრძვის იმისთვის, რომ საქართველო რუსეთის მონა არ გახდეს. ვერაფრით ავხსნი ძალოვნების ქმედებას. რა დედამ გშობათ, რა ოჯახში გაიზარდეთ რომ ორ გროშად ყიდით სამშობლოს. ეტყობა საოცარ ნეტარებას განიცდით, როდესაც 10-12 კაცი ურტყამთ წაქცეულს. თავს იმართლებთ იმით და გაიძახით თუთიყუშებივით წესრიგს ვიცავთო, კანონს ვიცავთო. გააგრძელეთ კითხვა