"სხვა თუ არა­ფე­რი გაქვთ სათ­ქმე­ლი დღეს, მა­შინ ჩაი***ით, რა, კაი?" - დათა თავაძე "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს - კვირის პალიტრა

"სხვა თუ არა­ფე­რი გაქვთ სათ­ქმე­ლი დღეს, მა­შინ ჩაი***ით, რა, კაი?" - დათა თავაძე "ნაციონალურ მოძრაობას" აკრიტიკებს

რე­ჟი­სო­რი დათა თა­ვა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს მი­მარ­თავს, რომ­ლე­ბიც ექ­სპრე­ზი­დენტ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გა­მოშ­ვე­ბას მო­ი­თხო­ვენ და პრე­ზი­დენტ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს აკ­რი­ტი­კე­ბენ იმის გამო, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლი არ შე­ი­წყა­ლა.

"რამ­დე­ნი მიკრო­ფონს მო­გიშ­ვე­რენ ნა­ცებს, იმ­დე­ნი “სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მო­უშ­ვი­თო”, რას აკე­თებთ ამით? ან სა­ლო­მე­ზე რო გვე­ლობთ მისი ინ­ტერ­ვი­უს მერე, არა­ფე­რი მა­გი­სი ჩვენ არ გვა­ინ­ტე­რებს, სა­ნამ “სა­ა­კაშ­ვილს არ გა­მო­უშ­ვებ­სო” - რა გეგ­მის ნა­წი­ლია ეს?

სხვა თუ ვე­რა­ფერს ხე­დავთ და არა­ფე­რი გაქვთ სათ­ქმე­ლი დღეს, მა­შინ ჩაი***ით რა, კაი? მად­ლო­ბა", - წერს დათა თა­ვა­ძე.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის ეთერ­ში ისა­უბ­რა სა­ა­კაშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის სა­კი­თხზე. რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი გან­მარ­ტავს, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას“ ერთი სული აქვს მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი იყოს მუდ­მი­ვად მისი ერ­თა­დერ­თი ოპო­ნენ­ტი.

"სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თხელ შევ­ხვდი რატი ბრე­გა­ძეს ამ სა­კი­თხზე, რო­დე­საც იყო ჰუ­მა­ნუ­რი, ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მა. არა­ერ­თხელ მით­ქვამს, რომ ეს სა­კი­თხი თქვე­ნი გა­და­სა­წყვე­ტია - მთავ­რო­ბის მიერ, პო­ლი­ტი­კუ­რი სა­კი­თხია და არა შე­წყა­ლე­ბის. შე­წყა­ლე­ბა სხვა რა­მეს ეხე­ბა, მო­რა­ლურ გან­ზო­მი­ლე­ბას, ამი­ტომ ვთქვი: "არა“.

ambebi.ge