"კავკასიური ცარცის წრე!" მგონი, ჩვენზე დაიწერა! ნეტავ, ვინ გაუშვებს ბავშვს ხელს?" - როგორ ეხმაურება ეკა ანდრონიკაშვილი პოლიტიკურ მოვლენებს
მსახიობი ეკა ანდრონიკაშვილი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკურ სიტუაციას ეხმაურება და ბერტოლდ ბრეხტის "კავკასიური ცარცის წრესთან" პარალელს ავლებს:
"შედევრია. მგონი ჩვენზე დაიწერა!
ზუსტად ამ მომენტზე!
“კავკასიური ცარცის წრე”!
დღეს უცებ დამიდგა თვალწინ.
ნეტავ, ვინ იქნება ის, ვინც ბავშვს გაუშვებს ხელს და იხსნის გახლეჩისგან?"