"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... " - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს - კვირის პალიტრა

"ბავშვის მოსაძებნად შევედი, როცა დამავლეს ხელი და მცემეს... " - მსახიობი გიორგი ნაკაშიძე მძიმე ღამეს და მის დაკავებას იხსენებს

ორი დღის წინ, აქ­ცი­ა­ზე გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძე და­ა­კა­ვეს. მსა­ხი­ო­ბის თქმით, აქ­ცი­ა­ზე ყოფ­ნი­სას წინა პე­რი­მეტრზე მე­გობ­რის შვი­ლის გა­მო­საყ­ვა­ნად შე­ვი­და, რა დრო­საც სპეც­რაზმმა აიყ­ვა­ნა. 13 დე­კემ­ბერს, თერ­თმეტ სა­ათ­ზე გი­ორ­გი ნა­კა­ში­ძის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გა­ი­მარ­თე­ბა.

იქამ­დე კი Ambebi.ge-სთან და­კა­ვე­ბის დე­ტა­ლებს იხ­სე­ნებს

- უკვე კარ­გად ვარ, ჯან­ზე, კა­ცუ­რად ვარ. რა შე­მიძ­ლია გი­თხრათ, მე არა­ფე­რი გა­მი­კე­თე­ბია. ბავ­შვის მო­სა­ძებ­ნად შე­ვე­დი, და­მავ­ლეს ხელი. პი­რა­დი ნივ­თე­ბი წა­მარ­თვეს, მცე­მეს, მან­ქა­ნა­ში შემ­ტე­ნეს ნიღ­ბი­ან­მა ადა­მი­ა­ნებ­მა. მგო­ნი, ისი­ნი პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი არც იყ­ვნენ, ზონ­დერე­ბი იყ­ვნენ. ჩემს გვერ­დზე სამი ადა­მი­ა­ნი შე­მო­იყ­ვა­ნეს და უმო­წყა­ლოდ სცე­მეს. ამ ყვე­ლაფ­რის შემ­დეგ, პი­რა­დი ნივ­თე­ბი, ტე­ლე­ფო­ნი, ფული რომ წა­მარ­თვეს, მერე გა­დაგ­ვცეს პო­ლი­ცი­ას, პატ­რულს და პატ­რულ­მა წაგ­ვიყ­ვა­ნა.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ვერ გიც­ნეს, რომ ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი იყა­ვით?

- ისი­ნი ისეთ ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან, მსა­ხი­ო­ბი ზოგ­ჯერ წვე­რებ­შია, მე­ო­რეც, რა გან­სხვა­ვე­ბაა მიც­ნეს, არ მიც­ნეს, რო­გორც არა­ა­და­მი­ანს ისე მო­მექ­ცნენ. რომც ვეც­ნე და დამ­ზო­გავ­დნენ, მე უფრო კარგ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ვიქ­ნე­ბო­დი? - ხალ­ხს რას უშ­ვრე­ბი­ან. მერე მიც­ნეს, მგო­ნი პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიც­ნეს.

გააგრძელეთ კითხვა