"ჩემი შვილია, ეპილეფსია აქვს... უმოწყალოდ არის ნაცემი" - რა ინფორმაცია ვრცელდება 19 წლის სანდროზე და რას წერს ბიძა, რომელიც "პირველი არხის" თანამშრომელია - კვირის პალიტრა

"ჩემი შვილია, ეპილეფსია აქვს... უმოწყალოდ არის ნაცემი" - რა ინფორმაცია ვრცელდება 19 წლის სანდროზე და რას წერს ბიძა, რომელიც "პირველი არხის" თანამშრომელია

წუ­ხელ, აქ­ცი­ა­ზე 19 წლის სან­დრო ბუ­კი­ა და­ა­კა­ვეს. კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­ში ჩანს, რომ და­კა­ვე­ბუ­ლის დედა ყვი­რის, "ჩემი შვი­ლია, ეპი­ლეფ­სია აქვს".

სან­დრო ბუ­კია პირ­ვე­ლი არ­ხის ოპე­რა­ტო­რის გიგა კი­ტი­ას დის შვი­ლია. გიგა დის შვი­ლის და­კა­ვე­ბის თე­მა­ზე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პოსტს აქ­ვეყ­ნებს, სა­დაც წერს, რომ სა­კუ­თა­რი და, ტე­ლე­კომ­პა­ნია „ფორ­მუ­ლას“ მიერ გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­ში ამო­იც­ნო.

"ჩემი და, "ფორ­მუ­ლას" ვი­დე­ო­ში ამო­ვი­ცა­ნი და იქ გა­და­მე­კე­ტა: ძა­ლე­ბი მო­ვიკ­რი­ბე და ეგ­რე­ვე დავ­პოს­ტე 1tv.ge- ის შიდა ჯგუფ­ში. დე­და­ჩე­მი ტი­რის და მუშტს ირტყამს თავ­ში.. გზად 112-ში დავ­რე­კე და იქა­უ­რი ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი კი­თხვა-პა­სუ­ხე­ბიც მო­ვი­ლიე. დედა მე­ო­რე დის სახ­ლში დავ­სვი და ეგ­რე­ვე ტე­ლე­ვი­ზი­ის­კენ წა­ვე­დი.

იქ ჩემი გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი და მთე­ლი ღა­მის ჯგუ­ფი დამ­ხვდა. სრუ­ლი­ად არა­ა­დექ­ვა­ტუ­რი ვი­ყა­ვი. ვთხო­ვე დრო­უ­ლად გა­მო­ე­ცხა­დე­ბი­ნა ეთერ­ში და პა­რა­ლე­ლუ­რად შსს-შიც და­რე­კეს...

0:30 წა­მი­დან აქ, ჩემი სან­დროს და­კა­ვე­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას ავ­რცე­ლებს პირ­ვე­ლი არხი." გააგრძელეთ კითხვა