"მეცოდება ჩვენი ახალგაზრდობა... ჩვენ არ ვიცოდით სხვა ქვეყნებში როგორი ცხოვრება იყო, იმათმა იციან და აქაც იგივე უნდათ. ძალიან გულწრფელები, იდეურები არიან" - მურმან ჯინორია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე
საქართველოში განვითარებული მოვლენების შედეგად მსახიობებმა თეატრალურ საზოგადოებას მოუწოდეს, გაემიჯნონ ხელისუფლების რეპრესიულ პოლიტიკას და დაიცვან მსახიობების, მოქალაქეების უფლებები...
თუ რას აპირებს და როგორია მისი დამოკიდებულება, ცნობილ მსახიობს მურმან ჯინორიას გავესაუბრეთ:
- ხვალ ხაშურში საქველმოქმედო კონცერტი იმართება, შემოსული თანხით გაჭირვებულ ადამიანებს დაეხმარებიან. არც ვიცი, ვისი ორგანიზებით ტარდება, მაგრამ რადგან საქველმოქმედოა, მონაწილეობას უყოყმანოდ დავთანხმდი. ჯანმრთელობა ხელს არ მიწყობს, ძალიან სუსტად ვარ, მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე. ჰონორარის ორი-მესამედიც გადავდე, მათ გადასცენ, ვისაც ჭირდება. შობა-ახალი წელი მოდის და რაღაც რომ ჰქონდეთ. გააგრძელეთ კითხვა