მსახიობების საქმე: "ანდრო ჭიჭინაძე ჯოხს ისროდა პოლიციის მისამართით და..." - რა ხდებოდა მძიმე სასამართლო პროცესზე - კვირის პალიტრა

მსახიობების საქმე: "ანდრო ჭიჭინაძე ჯოხს ისროდა პოლიციის მისამართით და..." - რა ხდებოდა მძიმე სასამართლო პროცესზე

თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა აქციებზე დაკავებულ ექვს პირს. ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვს, ჯანო ყარჩაიას და გურამ მირცხულავას ბრალად ედებათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.

მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა როგორც დარბაზში, ისე სასამართლოს გარეთ, სადაც მსახიობები და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები იყვნენ შეკრებილები.

პროცესზე პროკურორმა განმარტა, თუ რას ედავება გამოძიება ანდრო ჭიჭინაძეს.

„ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში. 2024 წლის 29 ნოემბერს იმყოფებოდა საპროტესტო აქციაზე, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, აქტიურად მონაწილეობდა ძალადობრივი ჯგუფის მოქმედებებში, ჯოხს ისროდა სამართალდამცავების მიმართულებით, რითაც საფრთხეს უქმნიდა მათ ჯანმრთელობას“, - განაცხადა პროკურორმა.

„მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ როცა სიმართლე შენს მხარესაა, მაშინ გეძლევა ძალაც და ენერგიაც და ეს ძალა და ენერგია აქ არის“, - უთხრა ანდრო ჭიჭინაძემ მოსამართლეს.

რაც შეეხება ონისე ცხადაძეს, მან განაცხადა: „ბატონო მოსამართლევ, შემიძლია დავიფიცო ძმა, არასდროს მიმიღია არანაირ ძალადობაში მონაწილეობა. არც არავინ მომიქცევის ჩემი ზეგავლენის ქვეშ არასდროს. ყველანაირად ვითანამშრომლებ გამოძიებასთან. გთხოვთ შემიფარდოთ გირაო, როგორც ამას ჩემი ადვოკატი ითხოვს“.

სასამართლო 16 იანვარს გაიმართება.