„წამაქციეს, მირტყეს, მათ შორის სახეზე“ - „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ
„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს თავს დაესხნენ. დაშავებულია ჟურნალისტი მაკა ჩიხლაძე და ოპერატორი გიორგი შეწირული.
ორივე მათგანი აცხადებს, რომ პირები, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ, ფიზიკურად გაუსწორდნენ.
„წამაქციეს, მირტყეს, მათ შორის სახეზე“, - აცხადებს მაკა ჩიხლაძე.
მისივე ინფორმაციით, წაართვეს ტექნიკა, მათ შორის მიკროფონი.