"აქციის მონაწილეებს დათოს მანქანა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის საკუთრება ეგონათ" - რას წერს ეკა კახიანის შვილი წუხანდელ ინციდენტზე, რის ამსახველ - კვირის პალიტრა

"აქციის მონაწილეებს დათოს მანქანა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლის საკუთრება ეგონათ" - რას წერს ეკა კახიანის შვილი წუხანდელ ინციდენტზე, რის ამსახველი კადრებიც სოციალურ ქსელში გავრცელდა

გუ­შინ, ღა­მით, მას შემ­დეგ რაც დე­მონ­სტრან­ტე­ბის ნა­წილ­მა, სპეც­რაზ­მის მიერ აქ­ცი­ის დარ­ბე­ვის შემ­დეგ, სა­ნა­პი­რო­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა, და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და გა­ლა­კტი­ო­ნის ხი­დის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, სა­დაც სამი შავი ფე­რის ტო­ი­ო­ტას ფირ­მის ავ­ტო­მო­ბი­ლი­დან გად­მო­სუ­ლი პი­რე­ბი დე­მონ­სტრან­ტებს და­უ­პი­რის­პირ­დნენ.

მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით ერთ-ერთი ავ­ტო­მო­ბი­ლის სა­ჭეს­თან ბიზ­ნეს­მე­ნი და­ვით მი­ქა­ძე იჯდა, მან მოგ­ვი­ა­ნე­ბით ტე­რი­ტო­რია და­ტო­ვა. ად­გილ­ზე დარ­ჩნენ მი­ქა­ძის დაც­ვის წევ­რე­ბი ორი ავ­ტო­მო­ბი­ლით.

რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბას მი­ა­წო­დეს კად­რე­ბი, სა­დაც ჩანს, ერთ-ერთი მათ­გა­ნი რო­გორ კი­დებს ხელს მუ­ცელ­ზე ჩა­მო­კი­დე­ბულ, და­ფა­რულ ია­რაღს, შემ­დეგ კი იღებს კი­დეც. „გა­დით, ბიჭო, იქეთ“, - ყვი­რის იგი და დე­მონ­სტრან­ტებს აგი­ნებს.

screenshot-2024-12-07-224509-1733597241.png

და­ვით მი­ქა­ძე ყო­ფი­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ფარ­ცხა­ლა­ძის ახლო მე­გო­ბა­რია. და­ვით მი­ქა­ძე კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია. ის 90-იან წლებ­ში "მთაწ­მინ­დის საძ­მო­ში" ირი­ცხე­ბო­და. 2021 წელს მთა­ვარ­მა არ­ხმა გა­ავ­რცე­ლა სკან­და­ლურ აუ­დიო-ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ე.წ.„მთაწ­მინ­დის საძ­მოს“ წევ­რი პო­ლი­ცი­ე­ლებს ჯო­ჯო­ხეთ­ში გა­სე­ირ­ნე­ბით ემუქ­რე­ბა.

ვი­დეო 2019 წლის 3 მარ­ტით თა­რიღ­დე­ბა, მა­შინ, როცა მი­ქა­ძეს და­ვით გუ­ლი­აშ­ვი­ლის ცე­მის გამო აკა­ვე­ბენ. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებს არც ემორ­ჩი­ლე­ბა და სი­ტყვი­ერ შე­უ­რა­ცხყო­ფა­საც აყე­ნებს. მი­ქა­ძის მხრი­დან ეს პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა არ არის, როცა პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი ხელს ვერ უშ­ლი­ან.

"მთა­ვა­რის" ინ­ფორ­მა­ცი­ით, ინ­ცი­დენ­ტი 2019 წლის 23 თე­ბერ­ვალს ქა­შუ­ეთ­თან მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე და­ვით გუ­ლი­აშ­ვილს სწო­რედ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის თვალ­წინ სას­ტი­კად გა­უს­წორ­და და­ვით მი­ქა­ძე.

screenshot-2024-12-07-224530-1733597241.png

ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძე ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის დაა, და­ვით მი­ქა­ძის გარ­შე­მო მომ­ხდარ გუ­შინ­დელ ინ­ცი­დენტზე ინ­სტაგ­რა­მის "სთო­რი­ში" სპე­ცი­ა­ლურ ტექსტს ავ­რცე­ლებს:

- გუ­შინ, დათო მი­ქა­ძე­სა და აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის და­პი­რის­პი­რე­ბა არ უკავ­შირ­დე­ბა პო­ლი­ტი­კურ სა­კი­თხებს. ეს იყო გა­უ­გებ­რო­ბა. როცა აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს და­თოს მან­ქა­ნა ძა­ლო­ვა­ნი სტრუქ­ტუ­რის წარ­მო­მად­გენ­ლის სა­კუთ­რე­ბად მი­აჩ­ნდათ. გააგრძელეთ კითხვა