"ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და დავიწყე ლოცვა... ორმაგად დამიწყო ცემა, აბა, ნახე, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული ირაკლი ფიფია? - კვირის პალიტრა

"ვგრძნობდი, რომ საკუთარ თავს ვკარგავდი და დავიწყე ლოცვა... ორმაგად დამიწყო ცემა, აბა, ნახე, თუ გიშველის ეგ ლოცვაო" - რას ჰყვება აქციაზე დაკავებული ირაკლი ფიფია?

2 დე­კემ­ბრის ღა­მეს და­კა­ვე­ბუ­ლი ან­თრო­პო­ლო­გი ირაკ­ლი ფი­ფია "რა­დიო თა­ვი­სუფ­ლე­ბასთან" უმ­ძი­მეს დე­ტა­ლებს იხსენებს.

2 დე­კემ­ბერს მან ჯერ ლექ­ცი­ე­ბი ჩა­უ­ტა­რა სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტუ­დენ­ტებს, რომ­ლებ­საც ან­თრო­პო­ლო­გი­ის კურსს უკი­თხავს, შემ­დეგ ილი­ას უნი­ვერ­სი­ტე­ტი­დან მას­წავ­ლე­ბელ­თა და ლექ­ტორ­თა მარშს შე­უ­ერ­თდა და სა­ბო­ლო­ოდ რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მი­ვი­და.

"ნიღ­ბი­ა­ნებ­მა ხელი მტა­ცეს, ფა­რო­სა­ნე­ბის ბა­რი­კა­დე­ბი გა­იხ­სნა და მყი­სი­ე­რად შიგ­ნით შე­მათ­რი­ეს. იქ უკვე და­ი­წყო ცემა, შე­უ­რა­ცხყო­ფა, გი­ნე­ბა - პირ­ვე­ლი რაც იყო, მკი­თხეს, აქ რა გინ­და, კი­დევ მოხ­ვალ თუ არაო და მირ­ტყამ­დნენ.

მერე გამ­ჩხრი­კეს, და­ახ­ლო­ე­ბით 5 მეტრში კორ­დო­ნი­დან - ჯი­ბე­ე­ბი­დან მო­ბი­ლუ­რი და სხვა ნივ­თე­ბი ამო­მა­ცა­ლეს და ჩა­ი­წყვეს ჯი­ბე­ებ­ში გა­ხა­რე­ბუ­ლებ­მა, რა კარ­გი ტე­ლე­ფო­ნი­აო. ფა­რა­ნი მედო, ესეც ჩემი ჯი­ბი­დან თა­ვის ჯი­ბე­ში გა­და­ი­დო. ეს არ იყო ჩხრე­კა, ეს იყო ძარ­ცვა, მან იცო­და, რომ ამ ნივ­თებს, რა­საც და­კა­ვე­ბუ­ლებს არ­თმევ­და, აღა­რა­ვინ და­აბ­რუ­ნე­ბი­ნებ­და უკან.

მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სებ­ში იყო გა­მე­ტე­ბით ცემა - ამ ცე­მი­სას და­მე­წყო სპაზ­მი, ფერ­დში ისე ჩა­მარ­ტყეს, ვე­ღარ ჩა­ვი­სუნ­თქე. რო­გორც ჩანს, მიხ­ვდნენ, რომ ცუ­დად ვი­ყა­ვი, ერთ-ერ­თმა ცოტა ხნით და­კე­ტი­ლი კარი გა­ა­ღო, მიდი, ჰა, ისუნ­თქეო და რომ ამო­ვი­სუნ­თქე, რო­გორ ხარ, კარ­გად ხარო და რომ შევ­ხე­დე იმის სათ­ქმე­ლად, კარ­გად ვი­ყა­ვი, კი­დევ ჩა­მარ­ტყა.

ვგრძნობ­დი, რომ სა­კუ­თარ თავს ვკარ­გავ­დი და და­ვი­წყე ლოც­ვა სა­კუ­თა­რი სიმ­შვი­დის­თვის. შემ­დე­გი რაზ­მი რომ შე­მო­ვი­და სა­ცე­მად, ვერ მიხ­ვდნენ რას ვა­კე­თებ­დი, და­მაკ­ვირ­და და ორ­მა­გად და­მი­წყო ცემა, აბა, ნახე, თუ გიშ­ვე­ლის ეგ ლოც­ვაო“, - ჰყვე­ბა ირაკ­ლი ფი­ფია.