რას წერს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი? - კვირის პალიტრა

რას წერს სა­პატ­რი­არ­ქოს სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი?

"უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ურ­თი­ერთ სი­ძულ­ვი­ლის ენამ და და­უნ­დო­ბელ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­და­ფა­რა საღი აზრი და ერ­თო­ბის გრძნო­ბა", - ამის შე­სა­ხებ რას, დე­კა­ნო­ზი ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს და ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე ბო­ლოდ­რო­ინ­დელ ამ­ბებს ეხ­მი­ა­ნე­ბა.

რო­გორც ჯაღ­მა­ი­ძე აღ­ნიშ­ნავს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბი­ან, ამო­უც­ნობ პირ­თა ჯგუ­ფის მხრი­დან სას­ტი­კი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მით უმე­ტეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, სა­ხი­ფა­თო ნი­შა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში."უკა­ნას­კნელ პე­რი­ოდ­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ურ­თი­ერთ სი­ძულ­ვი­ლის ენამ და და­უნ­დო­ბელ­მა და­პი­რის­პი­რე­ბამ გა­და­ფა­რა საღი აზრი და ერ­თო­ბის გრძნო­ბა. ეს სა­ერ­თო პრობ­ლე­მად უნდა აღიქ­მე­ბო­დეს და ერ­თად ვფიქ­რობ­დეთ ამის გა­მოს­წო­რე­ბა­ზე.

დღეს სა­ღა­მოს ვი­ხი­ლეთ ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის უმ­ძი­მე­სი კად­რე­ბი, რო­მელ­მაც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბის ყუ­რა­დღე­ბა მი­ი­პყრო.

მრა­ვა­ლი ვერ­სია ის­მის მომ­ხდა­რის შე­სა­ხებ, თუმ­ცა სა­ბო­ლო­ოდ, რაც არ უნდა გა­ირ­კვეს, ქა­ლა­ქის ქუ­ჩებ­ში ნიღ­ბი­ან, ამო­უც­ნობ პირ­თა ჯგუ­ფის მხრი­დან სას­ტი­კი, ფი­ზი­კუ­რი ან­გა­რიშს­წო­რე­ბა მო­ქა­ლა­ქე­ებ­ზე, მით უმე­ტეს ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე, სა­ხი­ფა­თო ნი­შა­ნია სა­მო­ქა­ლა­ქო ცხოვ­რე­ბა­ში.

თა­ვი­სი სიმ­ძი­მით, ეს ფაქ­ტი სცილ­დე­ბა პო­ლი­ტი­კუ­რი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის მი­მართ გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბას, სრუ­ლი­ად აპო­ლი­ტი­კუ­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის შეშ­ფო­თე­ბა­საც იწ­ვევს და ზო­გა­დად აჩენს და­უც­ვე­ლო­ბის გან­ცდას.

სა­ხელ­მწი­ფოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბაა, შეს­ძლოს ყვე­ლა ზო­მის მი­ღე­ბა, იმი­სათ­ვის რომ მოხ­დეს ფაქ­ტის სწრა­ფი გა­მო­ძი­ე­ბა და სრუ­ლი­ად გა­მო­ი­რი­ცხოს მსგავ­სი შემ­თხვე­ვის გან­მე­ო­რე­ბა მო­მა­ვალ­ში. ვფიქ­რობ, ჩვენ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას გვმარ­თებს, მეტი მოთ­მი­ნე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სად­მი, თი­თო­ე­ულ­მა უნდა ვიზ­რუ­ნოთ და­ძა­ბუ­ლო­ბის ჩა­ცხრო­ბა­ზე, ნუ წა­ვა­ქე­ზებთ ჩვენს შვი­ლებს ერ­თმა­ნე­თის წი­ნა­აღ­მდეგ. სი­ძულ­ვი­ლით ნათ­ქვა­მი ყო­ვე­ლი სი­ტყვა, ჩვენს გა­რე­მო­ში­ვე ითე­სე­ბა და უკან­ვე გვიბ­რუნ­დე­ბა ამა თუ იმ სა­ხით.

იესო ქრის­ტე გვას­წავ­ლის ერ­თმა­ნე­თის სიმ­ძი­მის ტვირ­თვას. ღვარ­ძლს ნუ დავ­თე­სავთ, თო­რემ ამას­ვე მო­ვიმ­კით.

ჩემი თა­ო­ბა ში­შით ვუ­ყუ­რებთ წარ­სულს და გვახ­სოვს დე­და­ქა­ლაქ­ში სა­მო­ქა­ლა­ქო ომის დღე­ე­ბი, ოჯა­ხე­ბის და­ყო­ფა, ძმე­ბის და­პი­რის­პი­რე­ბა, რომ­ლის შე­დე­გე­ბიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არ გა­ნე­ლე­ბუ­ლა. დღეს ურ­თი­ერ­თგა­უ­ტან­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში იმა­ზე ნაკ­ლე­ბი არაა. რა­ღა­ცამ უნდა დაგ­ვა­ფიქ­როს, ვიკ­მა­როთ ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სვლა.

დღეს ზედ­მე­ტია თა­ვის მარ­თლე­ბის და რა­დი­კა­ლუ­რი პო­ზი­ცი­ის და­კა­ვე­ბა. რაც არ უნდა სხვა­ო­ბა იყოს შე­ხე­დუ­ლე­ბებ­ში. რო­გორ ვართ მარ­თლე­ბი, თუ ერ­თმა­ნე­თი­სად­მი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის სი­ძულ­ვი­ლი გვი­პყრობს?პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე ზრუნ­ვის ნიშ­ნებს არ უნდა კარ­გავ­დეს.

ღმერ­თმა ინე­ბოს მშვი­დო­ბა ჩვენს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში,სიყ­ვა­რუ­ლი ყო­ველ­თვის იმარ­ჯვებს", - წერს ან­დრია ჯაღ­მა­ი­ძე.