ნაძ­ვის ხეს­თან, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და­ტო­ვეს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შავ­დნენ - კვირის პალიტრა

ნაძ­ვის ხეს­თან, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და­ტო­ვეს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შავ­დნენ

მე­დი­ის მხარ­დამ­ჭე­რი აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე ოპე­რა­ტო­რე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტთან მი­ვიდ­ნენ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სიმ­ბო­ლუ­რად ნაძ­ვის ხეს­თან, რო­მელ­საც ამ წუ­თებ­შიც ამონ­ტა­ჟე­ბენ, იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ფო­ტო­ე­ბი და­ტო­ვეს, რომ­ლე­ბიც ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ებ­ზე და­შავ­დნენ.

ამავდრო­უ­ლად, მათ ერ­თმა­ნეთს მო­უ­წო­დეს, რომ ნაძ­ვის ხე არ და­ე­ზი­ა­ნე­ბი­ნათ.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი სკან­დი­რე­ბენ: "არა, რუ­სულ ძა­ლა­დო­ბა“, "სო­ლი­და­რო­ბა მე­დი­ას“, "თა­ვი­სუფ­ლე­ბა მე­დი­ას“.

აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მხარ­და­ჭე­რას უცხა­დე­ბენ მე­დი­ის იმ წარ­მო­მად­გენ­ლებს, რომ­ლე­ბიც პრო­ფე­სი­უ­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­დნენ.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გუ­შინ "ტვ პირ­ვე­ლის“ ოპე­რა­ტორს გი­ორ­გი შე­წი­რულს და ჟურ­ნა­ლისტს მაკა ჩიხ­ლა­ძეს სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის დროს ნიღ­ბი­ა­ნი პი­რე­ბი თავს და­ესხნენ.

ორი­ვე მათ­განს ტვი­ნის შერ­ყე­ვა აღე­ნიშ­ნე­ბა. სპე­ცი­ა­ლურ­მა სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა კი სა­ქარ­თვე­ლოს სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის 154-ე მუხ­ლის მე­ო­რე ნა­წი­ლით და­ი­წყო გა­მო­ძი­ე­ბა, რაც ჟურ­ნა­ლის­ტის­თვის პრო­ფე­სი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში უკა­ნო­ნოდ ხე­ლის შეშ­ლას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

აღ­ნიშ­ნუ­ლი შემ­დეგ თბი­ლის­სა და რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში მე­დი­ის სო­ლი­და­რო­ბის აქ­ცი­ე­ბი და­ი­გეგ­მა.

"ინტერპრესნიუსი"