"არც ტიტუშკაა ჩემი შვილი, არც ზონდერი... ლუკას არც ნიღაბი უკეთია და თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობს..." - რას წერს "ტვ პირველზე" სავარაუდო თავდამსხმელად დასახელებულ პირის დედა, რომელიც ნოდარ დუმბაძის შვილთაშვილია
"მთავარმა არხმა“ იმ ახალგაზრდების ნაწილის ფოტოები და სახელები გაავრცელა, რომლებიც სავარაუდოდ, გუშინ "ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორს თავს დაესხნენ. "მთავარი არხის" მიერ გამოქვეყნებულ პირთა სიაში არის ახალგაზრდა სახელად ლუკა თოფურიძე.
ლუკას დედა, ნინო ბორჩხაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მისი შვილი სინამდვილეში ნაცემი ოპერატორის დასახმარებლად მივიდა და კონფლიქტში ჩართული არ ყოფილა.
ლუკა თოფურიძე ნოდარ დუმბაძის შვილიშვილის ნოდარიკო თოფურიძის ვაჟია. ის რომ ნოდარ მაჭარაშვილი (ნოდარ დუმბაძის კიდევ ერთი შვილიშვილი) ახალგაზრდის ბიძაა, ამას გამოქვეყნებულ ტექსტში ბიჭის დედაც აღნიშნავსნინო ბორჩხაძე:
ჩემი შვილი ლუკა, სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა იმ ადგილას, სადაც "ტვ-პირველის" ჟურნალისტებს უსწორდებიან სადისტები ფიზიკურად. ორივე ვიდეოში ჩანს, რომ ლუკას არც ნიღაბი უკეთია და თავდამსხმელების შეჩერებას ცდილობს. მერე ფეხზე აყენებს და მიდის. ის, ვინც უკნიდან ხელს ურტყამს, წამოდიო, არც მე ვიცი ვინაა და არც ლუკამ იცის. რადგან შავი მანტო აცვია, ალბათ იმან ჩათვალა, რომ “მისიანი” იყო. კი, ნოდარ მაჭარაშვილი ლუკას ბიძაა. გააგრძელეთ კითხვა