"ნოტრ-დამი, რომელმაც შეგვაშინა და დაგვანახა, რომ უკვდავებაც შეიძლება განადგურდეს" - ხატია ბუნიათიშვილის შეუდარებელი შესრულება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სადღესასწაულო გახსნის ცერემონიაზე - კვირის პალიტრა

"ნოტრ-დამი, რომელმაც შეგვაშინა და დაგვანახა, რომ უკვდავებაც შეიძლება განადგურდეს" - ხატია ბუნიათიშვილის შეუდარებელი შესრულება პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის სადღესასწაულო გახსნის ცერემონიაზე

5-წლიანი რესტავრაციის შემდეგ საფრანგეთში პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი გაიხსნა.

სადღესასწაულო ცერემონიას, რომელსაც 50-მდე ქვეყნის მაღალჩინოსანი ესწრებოდა, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მასპინძლობდა. პარიზის მთავარეპისკოპოსმა, ლორან იულრიშმა კი ტაძრის კარზე კვერთხის სამჯერ მირტყმით სიმბოლურად ისევ გახსნა ტაძარი.

პარიზის ღვისმშობლის ტაძარი, რომელიც არქიტექტურის უნიკალური შედევრია, 2019 წელს ხანძრის შედეგად დაზიანდა. ამ ამბავს მაშინ მთელი მსოფლიო მედია აშუქებდა.

screenshot-2024-12-08-222510-1733682716.png

აღსანიშნავია, რომ რესტავრაციის შემდეგ, ცერემონიაზე საპატიო სტუმრებს შორის ქართელი პიანისტი ხატია ბუნიათიშვილიც გახლდათ. მან ინსტაგრამის გვერდზე ვიდეოც გამოაქვეყნა. ქართველმა პიანისტმა ბახის "ადაჟიო" შეასრულა.

"პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი (Notre-Dame de Paris)... პარიზის ცისკენ მიმავალი დაუსრულებელი კიბე. პარიზის ცის ქვეშ მარადიული ქალაქის ხედი ახალგაზრდა და მეოცნებე სტუდენტების, მხატვრებისა და შეყვარებულთა ხედვაში...

screenshot-2024-12-08-222932-1733682716.png

პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი... ესმერალდას თავისუფლება, კვაზიმოდის უმანკოება, ადამიანის უფლება, რომელზეც ვიქტორ ჰიუგო ოცნებობდა.

ნოტრ-დამი, რომელმაც შეგვაშინა და დაგვანახა, რომ უკვდავებაც შეიძლება განადგურდეს, მაგრამ ის მაინც აქ არის - ძველი, ლამაზი, თავისუფალი და უდროო" - წერს ხატია ბუნიათიშვილი სოციალურ ქსელში.

screenshot-2024-12-08-223248-1733682781.png

პარიზის ნოტრ-დამი ერთ-ერთი პირველი გოტიკური ტაძარი გახლავთ. ის ფრანგული გოთიკური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე დახვეწილ ნიმუშად ითვლება.

ტაძრის მშენებლობას საფუძველი ჩაეყარა 1163 წელს ჩაეყარა, მთავარი კორპუსი კი - 1196 წელს ააგეს. ტაძრის ცალკეული ნაწილების მშენებლობა კი XIII საუკუნის შუა წლებამდე გაგრძელდა.