“სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული!“ - რას წერს გიორგი ლორია?
“ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას, რომელმაც საზოგადოების ნაწილის აღშფოთება გამოიწვია, სოციალურ ქსელში გამოეხმაურა საქართველოს ეროვნული ნაკრების მეკარე გიორგი ლორია:
“ნებისმიერ ადამიანზე ძალადობა მიუღებელია! სიტყვის თავისუფლება და ადამიანის უფლებები უნდა იყოს დაცული! ეს არაფერში ჯდება შე გამზრდელ *** ასე გამეტებით და ზიზღით როგორ ურტყამ!“ - წერს გიორგი ლორია ინსტაგრამის სთორიში