"ვინც ხართ ჩა­საფ­რე­ბულ­ნი, და მზად ხართ, ახლობლები გა­თე­ლოთ, გა­ი­აზ­რეთ, რო­გორ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის და­კარ­გვა ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ში" - რას წერს ლევან ვასაძის ქალიშვილი? - კვირის პალიტრა

"ვინც ხართ ჩა­საფ­რე­ბულ­ნი, და მზად ხართ, ახლობლები გა­თე­ლოთ, გა­ი­აზ­რეთ, რო­გორ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის და­კარ­გვა ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ში" - რას წერს ლევან ვასაძის ქალიშვილი?

ლე­ვან ვა­სა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი თათა ვა­სა­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გარ­და იმი­სა, რომ ძა­ლა­დო­ბას გმობს, პო­ლი­ტი­კო­სის ქა­ლიშ­ვი­ლი ასე­ვე იმ ადა­მი­ა­ნე­ბის პო­ზი­ცი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლე­ბიც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის გამო, ერ­თმა­ნეთს კარ­გა­ვენ.

"ძა­ლა­დო­ბას რომ ვგმობ და ვე­მიჯ­ნე­ბი, ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნი, ამა­ზე ბევ­რს არ ვი­ლა­პა­რა­კებ.

სო­ცი­ა­ლურ ქსელს, გან­სხვა­ვე­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნის­გან, შეგ­ნე­ბუ­ლად არ გა­მო­ვი­ყე­ნებ ჩემი ზო­გა­დი, პო­ლი­ტი­კუ­რი აზ­რე­ბის თქვენ­თვის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად, გარ­და იმი­სა, რომ ამი­სი სრუ­ლი უფ­ლე­ბა მაქვს, არც ვიცი, რამ­დე­ნი სი­ტყვა ეყო­ფა ჩემი თვალ­სა­წი­ე­რი­დან და­ნა­ხულ ქარ­თულ და მი­თ უ­მე­ტეს, მსოფ­ლიო პო­ლი­ტი­კას.

მე­გობ­რებს და ახ­ლობ­ლებს, ვინც ხართ ჩა­საფ­რე­ბულ­ნი, და მზად ხართ, ისი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ტი­უ­რო­ბის ან პა­სი­უ­რო­ბის გამო გა­თე­ლოთ, გა­ი­აზ­რეთ, რო­გორ მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნე­თის და­კარ­გვა ამ გა­ნუ­კი­თხა­ო­ბა­ში.

ჩემი აზ­რით, სიყ­ვა­რუ­ლის გა­რე­შე, ყვე­ლა იმ მო­ძა­ლა­დე­ებს და­ვემ­სგავ­სე­ბით, გუ­ლებს რომ გვი­ხეთ­ქა­ვენ, ჯვა­რი გვწე­რია.

მტერს გა­რე­და­ნაც და შიგ­ნი­და­ნაც უხა­რია ჩვე­ნი და­ნახ­ვა დღეს.

მშვი­დო­ბას და სიყ­ვა­რულს ვუ­სურ­ვებ ჩემს სამ­შობ­ლოს და ყვე­ლას, ვი­საც ის სტკი­ვა".