"საამაყო ხალხი", ბრავო, ბიჭებო, მრცხვენია, რომ..." - რას წერს "ტვ პირველზე" სავარაუდო თავდამსხმელად დასახელებულ პირებზე მილიონერი თოშა ქებურიას მეუღლე
ქართველი მილიონერის, ბიზნესმენ თოშა ქებურიას მეუღლე ქეთი ჟღენტი სოციალურ ქსელში "მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულს ქარდს ავრცელებს. ფოტოზე ორი დღის წინ, „ტვ პირველის“ ჟურნალისტისა და ოპერატორის ცემაში ეჭვმიტანილი ოთხი ახალგაზრდის სურათია.
ქეთი ჟღენტი წერს, რომ ერთ-ერთ მათგანთან ბავშვობაში მეგობრობდა:
"საამაყო ხალხი", ბრავო, ბიჭებო, მრცხვენია, რომ ოდესღაც ღრმა ბავშვობაში ერთ-ერთ მეგობარს ვუწოდებდი.
ყველა ასეთი მენტალობის მქონე როცა გადაშენდება ქვეყნიდან, მაშინ დალაგდება ყველაფერი.
სამარცხვინოებო".