ზვიად რატიანი გამოუშვეს
საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა ზვიად რატიანმა დროებითი მოთავსების იზოლატორი დატოვა.
როგორც "ინტერპრესნიუსს" მისმა ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, რატიანი 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობის ამოწურვის შემდეგ გაათავისუფლეს.
რატიანი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და 8-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
ზვიად რატიანს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადებას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
"ინტერპრესნიუსი"