"ეკონომ-კლასით იმგზავრა, მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა" - რას წერს დიჯეი?
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში ვიზიტით იმყოფებოდა, საქართველოში გუშინ დაბრუნდა. როგორც გაირკვა, სამშობლოში წამოსვლისას პრეზიდენტმა ეკონომ კლასის თვითმფრინავით იმგზავრა.
ფოტოს თვითმფრინავიდან, დიჯეი, არტისტი Hamatsuki აქვეყნებს და წერს:
"სალომე ზურაბიშვილი მოფრინავდა ჩემთან ერთად ჩვეულებრივ ეკონომ სავარძელზე სტამბოლიდან, მთელი თვითმფრინავი ტაშს უკრავდა და მადლობას ეუბნებოდა. თუნდაც ეს პატარა დეტალიც ძალიან ბევრს ამბობს. იმედია, კარგი ნიუსებით ჩამოვიდა..." - წერს Instagram-ზე Hamatsuki.
ფოტო: მაიკო ძნელაძე