აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბო დაწვეს - კვირის პალიტრა

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან კუბო დაწვეს

აქციის მონაწილეებმა პარლამენტთან სიმბოლურად კუბო მიიტანეს და დაწვეს.

მოქალაქეებმა კუბო, რომელშიც “ქართული ოცნების” საპატიო თავმჯდომარის ფიტული იყო მოთავსებული, რესპუბლიკის მოედნიდან რუსთაველის გამზირზე სპეციალური კორდონით შემოიტანეს.

კუბოს დემონსტრაციულად დაწვას აქციის მონაწილეების მხრიდან ოვაციები მოყვა.

"ინტერპრესნიუსი"