"სტუ­დენ­ტებს მი­სწე­რე, რომ..." - დაკავებული პედიატრის წერილი იზოლატორიდან - რა დეტალები ხდება ცნობილი - კვირის პალიტრა

"სტუ­დენ­ტებს მი­სწე­რე, რომ..." - დაკავებული პედიატრის წერილი იზოლატორიდან - რა დეტალები ხდება ცნობილი

სა­მარ­თალ­დამ­ცველებ­მა პე­დი­ატ­რი, მოძ­რა­ო­ბა "ჯი­უ­ტის“ წევ­რი, კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი და­ა­კა­ვეს. ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია 9 დე­კემ­ბერს გახ­და ცნო­ბი­ლი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს გან­ცხა­დე­ბით, ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი პო­ლი­ცი­ის კა­ნო­ნი­ე­რი მო­თხოვ­ნის და­უ­მორ­ჩი­ლებ­ლო­ბის მუხ­ლით, ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი წე­სით დააკავეს.

მე­გობ­რებ­მა კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის ავ­ტო­მო­ბი­ლი ნუ­ცუ­ბი­ძის 69 ნო­მერ­ში, ცა­რი­ე­ლი იპო­ვეს. ახ­ლობ­ლე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, მან და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს რვა სა­ათ­ზე მარ­ტომ და­ტო­ვა სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი და მას შემ­დეგ კონ­ტაქ­ტზე არ გა­მო­სუ­ლა. იქამ­დე კი პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვილ­თან მი­ვიდ­ნენ და და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე, რო­მე­ლიც არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბი­ათ.

და­კა­ვე­ბუ­ლის მე­უღ­ლე ეკა კვირ­კვე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სი­ახ­ლე­ებს აქ­ვეყ­ნებს. რამ­დე­ნი­მე სა­ა­თის წინ, მან გა­მო­აქ­ვეყ­ნა კოტე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლის წე­რი­ლი იზო­ლა­ტო­რი­დან.

“კონ­სტან­ტი­ნე ჩა­ხუ­ნაშ­ვი­ლი, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ად­ვო­კატს პირ­ველ რიგ­ში ჩვენ­თან აბა­რებს რომ მის სტუ­დენ­ტებ­სა და პა­ცი­ენ­ტებ­ზე ვიზ­რუ­ნოთ…

1. ლეპ­ტოპ­ში შედი ვო­ცაფ­ზე და სტუ­დენ­ტებს მი­წე­რე, რომ ხუთ­შა­ბა­თამ­დე ვერ ჩა­ვუ­ტა­რებ ლექ­ცი­ას

2. "პა­ცი­ენ­ტე­ბია გა­და­სა­წე­რი", – წე­რია წე­რილ­ში, რო­მელ­საც კვირ­კვე­ლია სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში აქ­ვეყ­ნებს.

მა­ნამ­დე ეკა კვირ­კვე­ლი­ამ სა­ზო­გა­დო­ე­ბას პე­დი­ატ­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­აც­ნო:

1. კოტე არ არის ნა­ცე­მი.

2. ად­ვო­კატ­მა ნახა.

3. 173-ე მუხ­ლით არის და­კა­ვე­ბუ­ლი - პო­ლი­ცი­ის­თვის წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა ან შე­უ­რა­ცხყო­ფა (რა­საც უარ­ყოფს)

4. გუ­შინ­დელ საქ­მე­ზე მოწ­მედ სა­დაც არის და­ბა­რე­ბუ­ლი ამა­ზე თა­რიღს ეტყვი­ან - სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეა - ძა­ლა­დობ­რი­ვი დაჯ­გუ­ფე­ბის შექ­მნა ან მას­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა - ეჭ­ვია რომ უნ­დათ ამ საქ­მე­ზე მისი ბრალ­დე­ბუ­ლად გა­მო­ცხა­დე­ბა.

5. ან 48 სა­ათ­ში გა­მო­ვა ან მა­ნამ­დე წა­იყ­ვა­ნენ სა­სა­მარ­თლო­ში 173-ე მუხ­ლით, ან გა­მო­ვა და მერე წა­იყ­ვა­ნენ.6. ად­ვო­კატს მე-3 იზო­ლა­ტორ­ში იმ საქ­მის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ჯგუ­ფი (2 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი) გა­მო­ე­ლა­პა­რაკ­ნენ კო­ტეს­თან სა­უბ­რი­სას - უარი უთხრა კო­ტემ ზე­მოთ ნახ­სე­ნებ სის­ხლის სა­მარ­თალ­ზე და­კი­თხვა­ზე და ხელ­წე­რილ­ში ხელ­მე­ო­რედ და­წე­რა რომ მა­გის­ტრ მო­სა­მარ­თლეს­თან მის­ცემს ჩვე­ნე­ბას.

7. ხვალ საჭ­მელს შე­ვუგ­ზავ­ნით

8. ვი­დე­ო­ში კო­ტეს ად­ვო­კა­ტია - გი­ორ­გი ტა­ბა­ტა­ძე

9. ან ჯა­რი­მა იქ­ნე­ბა 15 დღი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბაო 173-ე მუხ­ლი­თო.

წყარო