"ოთახში ყავის სურნელია, ბრმა დედაჩემის ხელი მიჭირავს, მათბობს, ვუყურებ ჩემი ბავშვობის გულუბრყვილობას - "პატარა ჭიქას" და... 89 წლის, სიბრმავით და ტკივ - კვირის პალიტრა

"ოთახში ყავის სურნელია, ბრმა დედაჩემის ხელი მიჭირავს, მათბობს, ვუყურებ ჩემი ბავშვობის გულუბრყვილობას - "პატარა ჭიქას" და... 89 წლის, სიბრმავით და ტკივილებით დაღლილი დედაჩემის სიმტკიცეს…" - თაკო ჩარკვიანის ემოციური პოსტი დედაზე

თაკო ჩარკვიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს დედაზე, ირმა ჩხეიძეზე:

"დღეს დედაჩემს ჩავეხუტე, კისერში ჩავუძვერი, ვანილის სურნელთან ნარევი დედაჩემის სურნელი ვიგრძენი და ამოვიწკმუტუნე: დავიღალეე...

სიჩუმეა არაფერი მიპასუხა, უკვე ცუდად ესმის და ვიფიქრე, რა კარგია, რომ ვერ გაიგო, რა ვუთხარი-მეთქი...

ცოტა ხანში ყავა მთხოვა - ერთად დავლიოთო, მოვადუღე - პაწაწუნა ჭიქით ვასმევ ხოლმე, (ბავშვობაში თოჯინის სათამაშო ფაიფურის ჩაის ჭიქები მქონდა და იმ ჭიქებიდან შემორჩენილი, დამტრვევას გადარჩენილი ჭიქაა, ჰოდა, ამ ჭიქით მოვუტანე, ბევრი რომ არ მოგვივიდეს, ამ ჭიქით ვასმევთ ხოლმე) მეც მოვიდუღე ჩემთვის ყავა და ჩამოვუჯექი საწოლთან.

- აქ ხარ? - მეკითხება (5 წელია, ვეღარ ხედავს, მძიმე გლაუკომის გამო )

- კი, აქ ვარ, - ვპასუხობ...

ხელს მკიდებს და მეუბნება, - არ დაიღალო...

ოთახში ყავის სურნელია, ბრმა დედაჩემის ხელი მიჭირავს, მათბობს, ვუყურებ ჩემი ბავშვობის გულუბრყვილობას -“ პატარა ჭიქას” და 89 წლის, სიბრმავით და ტკივილებით დაღლილი დედაჩემის სიმტკიცეს…"

photo-1733822266.png