რა ხდება?! - ქართველმა სუმოისტებმა მოსკოვში გამართულ "თანამეგობრობის თასზე" მიიღეს მონაწილეობა - კვირის პალიტრა

რა ხდება?! - ქართველმა სუმოისტებმა მოსკოვში გამართულ "თანამეგობრობის თასზე" მიიღეს მონაწილეობა

რუსული მედიის ინფორმაციით, 7-8 დეკემბერს მოსკოვში "ნებო არენაზე" სუმოს "თანამეგობრობის თასი" გაიმართა, სადაც ქართველმა სპორტსმენებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ჩვენი ქვეყნის სახელით გამოსული სუმოისტების ვინაობა უცნობია, თუმცა ადგილობრივი მედიის ცნობით, ტურნირში 12 ქვეყნიდან წარმოდგენილი 150-ზე მეტი სპორტსმენი მონაწილეობდა.

ეს ქვეყნები კი საქართველო, სომხეთი, ბელარუსია, ინდოეთი, ირანი, ისრაელი, ყირგიზეთი, ყაზახეთი, რუსეთი, სერბეთი, თურქმენეთი და უზბეკეთი გახლდათ.

ირკვევა ისიც, რომ აღნიშნულ ტურნირში ქართველი სპორტსმენები უმედლოდ დარჩნენ.

SPORTALL.GE