"იმის გამო, რომ ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვარ. მე ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი აღელ­ვებს" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან? - კვირის პალიტრა

"იმის გამო, რომ ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვარ. მე ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი აღელ­ვებს" - რას ამბობს ნინო ქათამაძე უკრაინულ მედიასთან?

უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია ქარ­თველ მომ­ღე­რალ ნინო ქა­თა­მა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უს აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­შიც ის სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სებს ეხ­მა­უ­რე­ბა და ასე­ვე სა­უბ­რობს მე­უღ­ლე­ზე და მის სა­ვა­რა­უ­დო გა­დას­ვლა­ზე უკ­რა­ი­ნა­ში.

ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, რომ ამ­ჟა­მად უკ­რა­ი­ნა­ში სა­ცხოვ­რებ­ლად გა­დას­ვლას არ გეგ­მავს, რად­გან მისი აზ­რით, მის სამ­შობ­ლოს თა­ნად­გო­მა სჭირ­დე­ბა.

ნინო აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს თბი­ლის­ში მიმ­დი­ნა­რე საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ებ­ში, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნე­ბის გა­ყალ­ბე­ბი­სა და ევ­რო­ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ტარ­დე­ბა, - წერს უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დია. მომ­ღე­რალს მი­აჩ­ნია, რომ სა­კუ­თა­რი აზ­რის გა­მო­ხატ­ვა ახლა ძალ­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

ქა­თა­მა­ძე უკ­რა­ი­ნას მხარს უჭერს რუ­სე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლა­ში, აწყობს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტებს და ხში­რად სტუმ­რობს მას.

მომ­ღე­რალ­მა ინ­ტერ­ვი­უ­ში აღ­ნიშ­ნა, რომ მი­უ­ხე­და­ვად მსგავ­სი ჭო­რე­ბი­სა, ამ ეტაპ­ზე უკ­რა­ი­ნა­ში გა­დას­ვლას არ გეგ­მავს. მისი თქმით, მე­უღ­ლე უკ­რა­ი­ნა­ში მის გა­დას­ვლას არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, თუმ­ცა:

"არ ვიცი... ზო­გი­ერ­თი ჩემი ინ­ტერ­ვი­უს არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბა მოხ­და, თით­ქოს უკ­რა­ი­ნა­ში ვა­პი­რებ გა­დას­ვლას. თუმ­ცა, ეს ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის სა­კუ­თა­რი ხედ­ვაა. ახლა ჩემი ქვე­ყა­ნას სჭირ­დე­ბა, რომ ჩვენ სა­ქარ­თვე­ლო­ში ვი­ყოთ... ამას­თა­ნა­ვე, უკ­რა­ი­ნა მარ­ტო არ უნდა დავ­ტო­ვო - მტკი­ცედ უნდა ვიდ­გეთ ფეხ­ზე და ერ­თად გავ­ხსნათ ევ­რო­პის კარი. ჩვე­ნი შვი­ლე­ბის მო­მა­ვა­ლი არ უნდა გა­ა­ფუ­ჭოს სა­ერ­თო მტერ­მა", - გა­ნა­ცხა­და მომ­ღე­რალ­მა.

"იმის გამო, რომ ჩემს აზრს გა­მოვ­თქვამ, ეს არ ნიშ­ნავს, რომ ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რი ვარ. მე ვარ აქ­ტი­უ­რი ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის ბედი აღელ­ვებს. თუ მე არ ვი­ტყვი, ვინ იტყვის? ყვე­ლა ადა­მი­ანს აქვს უფ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტოს სა­კუ­თა­რი აზრი, ეს სწო­რია", - და­ა­მა­ტა მან. გააგრძელეთ კითხვა