"ფხი­ზელ­ზეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, ნარ­კო­მანს რომ მე­ძა­ხით წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რას ვგრძნობ სა­ერ­თოდ?!" - რას წერს ბეა გაზდელიანი? - კვირის პალიტრა

"ფხი­ზელ­ზეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, ნარ­კო­მანს რომ მე­ძა­ხით წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რას ვგრძნობ სა­ერ­თოდ?!" - რას წერს ბეა გაზდელიანი?

ბეა გაზ­დე­ლი­ა­ნის კადრები სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლებ­ში ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და. ის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლეა, რო­მე­ლიც მე­გობ­რის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ სპეც­რაზმს წინ გა­და­უდ­გა, რის შემ­დე­გაც ისიც და­ა­კა­ვეს. ახალ თავისუფალია და მის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებს სოციალურ ქსელში ეხმაურება:

"და­ვი­ღა­ლე აღარ შე­მიძ­ლია, ისე­თი კი­ბერ­ბუ­ლინ­გის ქვეშ ვარ რომ სა­ერ­თოდ აღარ მინ­და არა­ფე­რი. იმა­ზე მეტს ვე­რა­ფერს და­წერთ რაც ჩემ­მა ახ­ლობ­ლებ­მა მი­თხრეს, არა­ვის არ გა­ვუ­მარ­თლე­ბი­ვარ!არც ნარ­კო­მა­ნი ვარ და არც და­ბო­ლი­ლი ვი­ყა­ვი! ნარ­კოტეს­ტიც ჩა­ვა­ბა­რე და მა­გი­ტომ გა­მო­მიშ­ვეს დი­ლით­ვე გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან. ვა­ღი­ა­რებ იმას, რომ ვი­ყა­ვი ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი აფექ­ტში და ვი­ყა­ვი პა­ნი­კა­ში, ჩემი მე­გო­ბა­რი რო­მე­ლიც არა­ფერს აშა­ვებ­და და უბ­რა­ლოდ იდგა და­ა­კა­ვეს და გა­ათ­რი­ეს ჩემს თვალ­წინ! ვნა­ნობ, ძა­ლი­ან ვნა­ნობ რომ ნას­ვა­მი ვი­ყა­ვი მაგ­რამ ასეთ უსა­მარ­თლო­ბა­ზე თვალს ვერ დავ­ხუ­ჭავ­დი! ფხი­ზელ­ზეც იმა­ვეს გა­ვა­კე­თებ­დი, არ მი­ცხოვ­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში წლე­ბის მან­ძილ­ზე ოჯა­ხუ­რი ვი­თა­რე­ბის გამო და ქარ­თუ­ლად მე­ტყვე­ლე­ბა მი­ჭირს.

ჩემი ბრა­ლია ვიცი, მაგ­რამ მეც ადა­მი­ა­ნი ვარ და ნარ­კო­მანს რომ მე­ძა­ხით წარ­მო­გიდ­გე­ნი­ათ რას ვგრძნობ სა­ერ­თოდ?!

მა­პა­ტი­ეთ თუ ჩემ გამო ქო­ცებ­მა შტე­რი თა­ო­ბა გი­წო­დეს, მა­პა­ტი­ეთ, რომ ჩე­მე­ბუ­რად გა­მოვ­ხა­ტე აზრი, მაგ­რამ მეც ხომ ადა­მი­ა­ნი ვარ?! თუ ევ­რო­პულ ღი­რე­ბუ­ლე­ბებს ეძებთ,იქ არ აბუ­ლინ­გე­ბენ ასე ხალ­ხს მხო­ლოდ იმი­ტომ რომ ნას­ვამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არი­ან აქ­ცი­ა­ზე.

ამ­ხე­ლა კი­ბერ­ბუ­ლინგს მე რუ­სე­ბის­გა­ნაც ვერ ვიგ­რძნობ­დი და ეს ყვე­ლა­ზე მე­ტად არის გულ­სატ­კე­ნი ჩემ­თვის

გა­უ­მარ­ჯოს ყვე­ლა თა­ვი­სუფ­ლე­ბის­თვის მებ­რძოლს!!! არა რუ­სეთს!" - წერს ბეა გაზ­დე­ლი­ა­ნი.