"რომ და­ი­ნა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, მა­შინ ჰკრა ხელი" - ვინ არის მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო) - კვირის პალიტრა

"რომ და­ი­ნა­ხა მა­ტა­რე­ბე­ლი მო­დი­ო­და, მა­შინ ჰკრა ხელი" - ვინ არის მეტროში მოკლული ახალგაზრდა ბიჭი - რას ჰყვებიან ტრაგედიის თვითმხილველები (ვიდეო)

ტრა­გე­დია დატ­რი­ალ­და გუ­შინ თბი­ლის­ში. მეტ­რო­სად­გურ "სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში“ მგზავრს ხელი ჰკრეს, ლი­ან­და­გებ­ში ჩა­აგ­დეს, რის შე­დე­გა­დაც ის ად­გილ­ზე გარ­და­იც­ვა­ლა. შემ­თხვე­ვის ამ­სახ­ვე­ლი ვი­დეო კად­რე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში გავ­რცელ­და.

თვითმხილ­ვე­ლე­ბი გვიყ­ვე­ბი­ან, რომ უმ­ძი­მეს მდგო­მა­რე­ო­ბა­შია ასე­ვე მეტ­როს მე­მან­ქა­ნე, რო­მელ­მაც მომ­ხდა­რი გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მედ აღიქ­ვა. ამ­ბო­ბენ, რომ ის და­მუხ­რუ­ჭე­ბას ვერ შეძ­ლებ­და, რად­გან მა­მა­კაცს ხელი იმ დროს ჰკრეს, როცა მა­ტა­რე­ბე­ლი უკვე სად­გურ­ში იყო შე­მო­სუ­ლი.

რო­გორც ჩვენ­თვის გახ­და ცნო­ბი­ლი, მეტ­რო­ში მოკ­ლუ­ლი ახალ­გაზ­რდა 30 წლის ლაშა ამი­რე­ზაშ­ვი­ლია.

"სა­ში­ნე­ლი ამ­ბა­ვი მოხ­და, ლაშა 30 წლის იყო, უცო­ლო, რო­გორც ვიცი არ მუ­შა­ობ­და... მამა მუ­სი­კო­სია, სოსო ამი­რე­ზაშ­ვი­ლი. სხვა ვე­რა­ფერს გე­ტყვით" - გვიყ­ვე­ბა მოკ­ლუ­ლის ახ­ლო­ბე­ლი. გააგრძელეთ კითხვა