"არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ" - რას წერს ნატო გელაშვილი - კვირის პალიტრა

"არასოდეს დაწვათ ქრისტიანის ბოლო სახლი და არავის უსურვოთ გარდაცვალება, როგორც არ უნდა გძულდეთ" - რას წერს ნატო გელაშვილი

9 დე­კემ­ბერს, საპროტესტო აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე კუბო მი­ი­ტა­ნეს, რომელშიც ფი­ტუ­ლი იყო მო­თავ­სე­ბუ­ლი, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ფოტოთი. დე­მონ­სტრან­ტებ­მა ერთგვარი რი­ტუ­ა­ლი შე­ას­რუ­ლეს და დაწ­ვეს კუბო, რომელზეც მაცხოვრის გამოსახულება იყო ამოტვიფრული. ე.წ. პერ­ფორ­მან­სმა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია, ეს ფაქტი უმეტესობამ დაგმო და გააკრიტიკა.

კომპოზიტორი, პოეტი და ავტორ-შემსრულებელი ნატო გე­ლაშ­ვი­ლი ამ თემას სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"დიდი ბო­დი­შის მოხ­დით, რო­გორც ერ­თმა რი­გით­მა ქრის­ტი­ან­მა, მინ­და ჩემი გუ­ლის­ტკი­ვი­ლი და­ვა­ფიქ­სი­რო...

ვი­საც სა­სახ­ლის (კუ­ბოს) სიმ­ძი­მე გავ­ლი­ლი აქვს და მისი და­ნიშ­ნუ­ლე­ბა კარ­გად იცის, ალ­ბათ არც მტერს უსურ­ვებს იგი­ვე სიმ­წა­რის გავ­ლას…

ჭი­რი­სუფ­ლის­თვის ძა­ლი­ან მძი­მეა, როცა სა­სახ­ლე მო­აქვთ პირ­ვე­ლად სახ­ლში, თუმ­ცა მერე ეფე­რე­ბი ვი­ნა­ი­დან იაზ­რებ, რომ ეს სა­სახ­ლე შენ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სი ადა­მი­ა­ნის­თვის ბოლო სახ­ლია…

არა­სო­დეს დაწ­ვათ ქრის­ტი­ა­ნის ბოლო სახ­ლი და არა­ვის უსურ­ვოთ გარ­დაც­ვა­ლე­ბა, რო­გორც არ უნდა გძულ­დეთ.

მე მჯე­რა, რომ ქარ­თველ ერს სი­ძულ­ვილ­ზე მე­ტად სიყ­ვა­რუ­ლი შეგ­ვიძ­ლია.

სიყ­ვა­რუ­ლით გა­დავ­რჩე­ბით, მხო­ლოდ და მხო­ლოდ.

მშვი­დო­ბა ჩემს ხალ­ხს და ჩემს ქვე­ყა­ნას", - წერს ნატო გე­ლაშ­ვი­ლი.